ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ნოტარიატის რეფორმის შედეგად დანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს იგი ცაგერისა და ვანის მუნიციპალიტეტებში დანიშნულ ნოტარიუსებს ეწვია და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო.  

ცაგერს ნოტარიუსი 8 წლის განმავლობაში არ ჰყავდა. სანოტარო მომსახურება მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, გახდა შესაძლებელი. ვანშიც ნოტარიუსი 2016 წლიდან, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დაინიშნა.

რეფორმის შედეგად ნოტარიუსები დაინიშნენ იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც სანოტარო სერვისები ხელმისაწვდომი არ იყო და სამი წლის განმავლობაში ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას. დღეს სანოტარო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს ახლად დანიშნულ ნოტარიუსთათვის საქმიანობაში ხელის შეწყობა წარმოადგენს. იგი ადგილზე ეცნობა კოლეგების საქმიანობას, პრობლემებს და ეხმარება მათ ამ პრობლემების მოგვარებაში. მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტებში სანოტარო ბიუროების სრულფასოვან მუშაობას შეუწყობს ხელს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში