კაბალში ნოტარიუსებმა მოსახლეობას სანოტარო მედიაციის უპირატესობები გააცნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება.

21 ივლისს შეხვედრა კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) გაიმართა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სანოტარო მედიაცია იყო. ნოტარიუსებმა მოსახლეობას სანოტარო მედიაციის უპირატესობა და პროცედურები გააცნეს. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავები მედიატორი ნოტარიუსების მეშვეობით გვარდება, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ქონების რეგისტრაციის პროცედურას. მედიატორი ნოტარიუსის მომსახურება უფასოა და თან დავა, მაქსიმუმ, 3 კვირაში უნდა მოგვარდეს. კანონის ამოქმედებიდან დღემდე 200-ზე მეტ შემთხვევაში დავა მორიგებით დასრულდა.  აქედან ყველაზე მეტი მორიგების აქტი კახეთის რეგიონშია გაცემული.

მოქალაქეებმა სამართლებრივი კონსულტაციები მიიღეს მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც:  რა უნდა იცოდნენ, იმისთვის, რომ არ დაზარალდნენ, არ დაკარგონ ქონება, დროულად მიიღონ მემკვიდრეობა, შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა...

აქციის მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ნოტარიუსთა პალატის მორიგი აქცია 26 ივლისს, ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრშია დაგეგმილი.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში