სიახლეები
![]() |
თბილისის იუსტიციის სახლის სიახლეები დეკემბერი 5, 2013 როგორც ცნობილია, 3 დეკემბერს 15 საათისთვის თბილისის იუსტიციის გარე სახურავის ერთი ნაწილი ჩამოიშალა.
საბედნიეროდ, ამ ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა. მოხდა შენობის ევაკუაცია, ხოლო პერიმეტრს ახლაც იცავს პატრული გარე სახურავის იმ ადგილებში, რომელთა უსაფრთხო ხასიათიც ჯერ ბოლომდე უზრუნველყოფილი არ არის. |
ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურებას დროებით, იუსტიციის სახლის ნაცვლად, ნოტარიუსთა პალატაში მიიღებთ დეკემბერი 4, 2013 იუსტიციის სახლის საქმიანობის აღდგენამდე, ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურების მიღება (უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები დოკუმენტების შესახებ ინფორმაციისა და დამოწმებული ასლების გაცემის თაობაზე განცხადებების მიღება და მომზადებული დოკუმენტების გაცემა) დროებით შესაძლებელია ნოტარიუსთა პალატის ოფისში (მისამართი: წერეთლის გამზ. №142, სამთო ქიმიის შენობა, მე-4 სართული).
|
|
|
იუსტიციის მინისტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებს შეხვდა დეკემბერი 3, 2013 3 დეკემბერს, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროსა და მის გამგებლობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებს შეხვდა.
|
![]() |
ყაზახეთის წარმომადგენლებს ქართული ნოტარიატის გამოცდილება გააცნეს ნოემბერი 12, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დღეს ყაზახეთიდან ორგანიზაცია „ნაციონალური ინფორმაციული ტექნოლოგიების“ წარმომადგენლები ეწვივნენ. აღნიშნული ორგანიზაცია უზრუნველყოფს ყაზახეთის ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სისტემის განვითარებას. |
![]() |
სტუდენტებს სანოტარო მედიაციის უპირატესობა გააცნეს ნოემბერი 9, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დღეს სანოტარო მედიაციის თემაზე სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა. ლექციას 10 უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუნდენტები დაესწრნენ. |
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
მარტი
560