სიახლეები
![]() |
ნოტარიუსი ახმეტაშიც დაინიშნა თებერვალი 5, 2014 დღეს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობა ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა და სანოტარო საქმიანობის დასაწყებად საჭირო პროცედურები გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს სანოტარო ბიუროს მოწყობის სტანდარტებზე, მოქალაქეთა ეფექტურ მომსახურებაზე, ნოტარიუსთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასა და ელექტრონულ რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თაობაზე. |
![]() |
უფასო კონსულტაცია ნოტარიუსისგან თებერვალი 3, 2014 დღეიდან ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზებს - დღეში ერთი საათის განმავლობაში ნოტარიუსები მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციებს უფასოდ გაუწევენ. |
![]() |
ნოტარიუსთა პალატასა და GIZ-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება იანვარი 29, 2014 საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დღეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე ნოტარიუსთა პალატასა და GIZ-ს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს. |
![]() |
გახდი შენი რაიონის ნოტარიუსი იანვარი 27, 2014 საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ რაიონების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პალატის წარმომადგენლები და ნოტარიუსები უკვე ესტუმრნენ ონის, ამბროლაურის, ასპინძის, ადიგენის, ვანისა და ქედის მცხოვრებლებს და მათ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნეს. |
![]() |
სემინარები ნოტარიუსებისთვის იანვარი 24, 2014 დღეს ნოტარიუსებისთვის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სემინარები დაიწყო. სემინარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ატარებენ. |
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599