სიახლეები
სანოტარო მომსახურების მიღება უკვე ვანისა და ასპინძის მოსახლეობასაც შეეძლება მარტი 6, 2017 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსები კიდევ 2 მუნიციპალიტეტში დანიშნა. ვანი და ასპინძა ის მუნიციპალიტეტებია, სადაც სანოტარო მომსახურება დღემდე სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო და მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა. ასპინძას ნოტარიუსი 2014 წლიდან არ ჰყავს, ხოლო ვანში სანოტარო ბიურო 2015 წლიდან აღარ მოქმედებს. ნოტარიუსი, რომელიც 2014 წლის მაისში დაინიშნა, მუნიციპალიტეტი 7 თვეში მიატოვა და 2015 წლის თებერვლის თვეში სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა. ამიერიდან დაბა ასპინძას ნოტარიუსი მარიამ შავერდაშვილი მოემსახურება, ვანს კი − გიგი გოლუბიანი. |
|
სახელმწიფო უწყებებს შორის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე პირველი დისკუსიის პლატფორმა შედგა მარტი 6, 2017 ევროკავშირის პროექტის "კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით 2 მარტს, სახელმწიფო უწყებებს შორის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე პირველი დისკუსიის პლატფორმა შედგა. ღონისძიების მიზანი იყო უწყებებს შორის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა/დისკუსია.
|
|
ნოტარიუსის დისტანციური მომსახურებით 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა მარტი 2, 2017 ნოტარიუსების დისტანციური მომსახურებით სარგებლობა წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. 2016 წლის განმავლობაში skype-ის მეშვეობით 47 998 რწმუნებულება და მინდობილობა გაფორმდა. ამავე საშუალებით გასულ წელს 6 982 განცხადება დადასტურდა.
|
|
სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივ შედეგებზე სპეციალურ შეხვედრაზე იმსჯელეს თებერვალი 21, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შორის თელავში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სასამართლოში საქმის წარმოებისას ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივ შედეგებზე იმსჯელეს.
|
|
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა რურუას პასუხობს თებერვალი 6, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა შეშფოთებას გამოთქვამს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა რურუას მხრიდან ნოტარიუსთა კორპუსის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო.პარლამენტის წევრმა ნოტარიუსთა სისტემა მოიხსენია, როგორც „ნოტარიუსის კანტორა“, სადაც ხელისუფლების სურვილს უაპელაციოდ აკმაყოფილებენ. თითოეული სანოტარო აქტი, რომელსაც ნოტარიუსი ამტკიცებს, ემყარება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ პირთა თავისუფალ ნებას, რომლებიც აქტის გასაფორმებლად მიმართავენ ნოტარიუსს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და საქართველოს ნოტარიუსები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოსვლისაგან. |
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599