სიახლეები
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარედ მარიკა გოგოლაძე აირჩიეს ივნისი 18, 2017 იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ნოტარიუსთა პალატას მეორედ მიეცა თავმჯდომარის დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ „ნოტარიატის შესახებ“ კანონი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისა და ნოტარიუსთა საერთო კრებისათვის მისი წარდგენის ერთპიროვნულ უფლებას იუსტიციის მინისტრს აძლევს, ისევე, როგორც 2014 წელს, თეა წულუკიანმა უარი თქვა კანდიდატურის ერთპიროვნულად დასახელებაზე და შესაძლებლობა მისცა ნოტარიუსებს, გამგეობის თავმჯდომარე დამოუკიდებლად აერჩიათ. ელექტრონული პრაიმერისის შედეგად პალატის თავმჯდომარის პოსტზე ნოტარიუსებმა მარიკა გოგოლაძის კანდიდატურას მიანიჭეს უპირატესობა. სწორედ ის წარუდგინა კრებას დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრმა. საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ყველა ნოტარიუსს შეეძლო, ვინც უწყების განვითარების საკუთარ ხედვას წარადგენდა და კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებდა. თავმჯდომარეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა. მათგან საუკეთესო ნოტარიუსებმა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გამოავლინეს, რომელიც სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ სპეციალურად ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის არჩევნებისათვის შეიმუშავა. საერთო კრებაზე ნოტარიუსებმა თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრებიც აირჩიეს. თავმჯდომარის მოადგილის პოსტი თინათინ დევდარიანმა დაიკავა, გამგეობის 5 წევრიდან დღეს მხოლოდ ორი − გიორგი ჭიტაშვილი და მანანა გოგაშვილი − აირჩიეს, ვაკანტურად დარჩენილ სამ ადგილზე 2 კვირაში განმეორებითი არჩევნები გაიმართება. თავმჯდომარის ელექტრონული არჩევნების გარდა, ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმის ფარგლებში კიდევ არაერთი ცვლილება გატარდა, კერძოდ:
|
|
სემინარი სანოტარო მედიაციაში ივნისი 13, 2017 მედიატორ ნოტარიუსებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სწავლება ჩაუტარდათ. სემინარი ახლად დანიშნულმა ნოტარიუსებმაც გაიარეს. სწავლება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრისა და ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების ხელშეწყობა საქართველოში“ ორგანიზებით ჩატარდა. |
|
ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა ფინალური გამოცდა ჩატარდა მაისი 28, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა ფინალური გამოცდა ჩატარდა. სტაჟიორებმა სასწვალო ცენტრში სტაჟირების თეორიული კურსი უკვე გაიარეს. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველმა სტაჟიორებმა შეისწავლეს სანოტარო და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობა, ასევე დაეუფლნენ მომსახურების ეფექტურ უნარ-ჩვევებსაც. |
|
|
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭო სხდომა წარმატებით დასრულდა მაისი 15, 2017 ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭო სხდომა, რომელსაც საქართველომ 13-14 მაისს უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა.
|
![]() |
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომას მასპინძლობს. მაისი 13, 2017 შეხვედრას კავშირის 87 წევრი ქვეყნის 200 წარმომადგენელი ესწრება.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი გენერალური საბჭოს სხდომას ყოველწლიურად ატარებს. აქამდე იგი კავკასიის რეგიონში არასოდეს ჩატარებულა. |
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599