სიახლეები
კაბალში ნოტარიუსებმა მოსახლეობას სანოტარო მედიაციის უპირატესობები გააცნეს ივლისი 21, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება. 21 ივლისს შეხვედრა კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. |
|
ნოტარიუსები კაჭრეთში მოსახლეობას შეხვდნენ ივლისი 20, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება.
პირველი აქცია 14 ივლისს მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში (ქობულეთის რაიონი) ჩატარდა. 19 ივლისს კი შეხვედრა კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. |
|
ნოტარიუსთა პალატამ ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ივლისი 20, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თბილსის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ და ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მაკა კაჭარავამ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ხელმოწერას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებიც ესწრებოდნენ. |
|
აქცია: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ გრძელდება ივლისი 14, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება. პირველი აქცია დღეს მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში (ქობულეთის რაიონი) ჩატარდა. |
|
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ახალი გამგეობა ჰყავს ივლისი 3, 2017 ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე კრებაზე გამგების სამი წევრიც აირჩიეს. ნოტარიუსთა პალატის გამგეობა თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და 5 წევრისგან შედგება. 17 ივნისს ნოტარიუსებმა გამგეობის თავმჯდომარე, მოადგილე და ორი წევრი აირჩიეს. ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება გამგეობას 3 წლის ვადით ირჩევს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას სამი წლის განმავლობაში გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი და წევრები: ხათუნა კალანდარიშვილი, მანანა გოგაშვილი, მეგი მაღალდაძე, გიორგი ჭიტაშვილი და მერაბ ფარჯიკია უხელმძღვანელებენ. |
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599