სემინარი სანოტარო მედიაციაში
მედიატორ ნოტარიუსებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სწავლება ჩაუტარდათ. სემინარი ახლად დანიშნულმა ნოტარიუსებმაც გაიარეს.
სწავლება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრისა და ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების ხელშეწყობა საქართველოში“ ორგანიზებით ჩატარდა.
საქართველოში სანოტარო მედიაციის სერვისი 2013 წლიდან დაინერგა და სამოქალაქო (საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო....) დავების მოგვარების ალტერნატიულ ფორმას წარმოადგენს. 2016 წლის აგვისტოდან კი მედიატორი ნოტარიუსები აქტიურად ჩაერთნენ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავების მოგვარების გამარტივების პროცესში. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე მედიატორი ნოტარიუსების დახმარებით 200-მდე შემთხვევაში მოქალაქეთა შორის დავა მორიგებით დასრულდა.
მედიაციის სერვისის გააქტიურების, მედიატორი ნოტარიუსების კვალფიკაციის ამაღლების მიზნით, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი სისტემატურად ატარებს მსგავს სემინარებსა და შეხვედრებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599