ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თამჯდომარე საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომას მასპინძლობს. სხდომის ფარგლებში, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თამჯდომარე ხოსე მარკენიო დე ლანო საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ნოტარიატის განვითარების გზებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
როგორც ხოსე მარკენიო დე ლანომ აღნიშნა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ერთ-ერთი აქტიური და მოწინავე წევრია. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატას აქვს ძალიან დიდი მიღწევები, გამოცდილებას არა მხოლოდ ჩვენ ვუზიარებთ მას, არამედ მისგანაც ვიღებთ,“ - განაცხადა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარემ.
„ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი. ეს არის ჩვენი სანოტარო სისტემის საუკეთესო შეფასება და კარგი მხარდაჭერა საქართველოს ნოტარიატში გატარებული რეფორმებისადმი. ვისაუბრეთ შემდგომი თანმშრომლობის გააქტიურებაზეც საკანონმდებლო სფეროში,“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არა მხოლოდ სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო შეხვედრებსა და კონფერენციებში, ითვალისწინებს ლათინური ნოტარიატის კავშირის რეკომენდაციებს, არამედ მასპინძლობს კიდეც კონფერენციებს. გასულ წელს საქართველოში ერთ-ერთი ფართომასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია იმდენად წარმატებით ჩატარდა, რომ წლეულს გენერალური საბჭოს სხდომის ჩატარება საქართველოში გადაწყდა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დადგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესპანური სამართლის ინსტიტუტთან.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში