ნოტარიუსებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ, პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ნოტარიუსები დააჯილდოვა. სიგელები გადაეცათ იმ ნოტარიუსებს, ვისაც პროფესიული საქმიანობის 30 წლიანი და მეტი სტაჟი აქვს და სანოტარო მომსახურების გაუმჯობესებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. კოლეგებმა და მეგობრებმა მათ ნოტარიატში მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროსა და მასში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

3 მაისი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დაარსების თარიღია. საქართველოში ნოტარიუსთა პალატა  1996 წლის 3 მაისს შეიქმნა. 

შეხვედრაზე ნოტარიატში გატარებული რეფორმები შეაჯამეს. საქართველოს ნოტარიატის განსაკუთრებულ წარმატებად ელექტრონული მომსახურებისა და სანოტარო მედიაციის დანერგვა, სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ნოტარიუსის სოციალური როლის გააქტიურება მიიჩნევა.

სტუმრებს ახალი ვებპროგრამაც წარუდგინეს. 14 მარტიდან სამემკვიდრეო საქმისწარმობის შესახებ ინფორმაციის მიღება ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში-https://heritage.notary.ge გახდა შესაძლებელი. მსურველებს საშუალება აქვთ, ელექტრონული ფორმით მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა სამემკვიდრეო საქმისწარმოება გარდაცვლილის დანატოვარ ქონებაზე. ასევე, არსებობს თუ არა განაცხადი სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, უკვე გაცემულია თუ არა სამკვიდრო მოწმობა ან დანიშნულია თუ არა სამკვიდროს მმართველი. ამასთან, ელექტრონულ პროგრამაში შეტანილია მონაცემები სანოტარო ბიუროს შესახებ, სადაც დაწყებულია სამკვიდროს საქმისწარმოება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში