სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციას https://heritage.notary.ge-ზე მოიძიებთ

სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ შექმნილ ახალ ვებპროგრამაში, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში  - https://heritage.notary.ge - გახდა შესაძლებელი.
ელექტრონულ რეესტრში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ელექტრონული ფორმით მიიღოს ინფორმაცია სამემკვიდრეო საქმისწარმოების თაობაზე.
ამისათვის საჭიროა მიუთითოს მამკვიდრებლის სახელი და გვარი, ან პირადი ნომერი, რის შემდეგაც გაარკვევს, მიმდინარეობს თუ არა სამემკვიდრეო საქმისწარმოება გარდაცვლილის დანატოვარ ქონებაზე. აქვე ხელმისაწვდომია ინფორმაცია, არსებობს თუ არა განაცხადი სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, უკვე გაცემულია თუ არა სამკვიდრო მოწმობა ან დანიშნულია თუ არა სამკვიდროს მმართველი.
ამასთან, ელექტრონულ პროგრამაში შეტანილი იქნება მონაცემები სანოტარო ბიუროს შესახებ, სადაც დაწყებულია სამკვიდროს საქმისწარმოება.
დეტალური ინფორმაციის მიღება მამკვიდრებლის დანატოვარ ქონებაზე ან მისი მემკვიდრეების ვინაობის შესახებ შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირებისათვის, რომელთაც ამ პირადი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი უფლებამოსილება აქვთ.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში