სანოტარო მომსახურების მიღება უკვე ვანისა და ასპინძის მოსახლეობასაც შეეძლება
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსები კიდევ 2 მუნიციპალიტეტში დანიშნა. ვანი და ასპინძა ის მუნიციპალიტეტებია, სადაც სანოტარო მომსახურება დღემდე სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო და მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა. ასპინძას ნოტარიუსი 2014 წლიდან არ ჰყავს, ხოლო ვანში სანოტარო ბიურო 2015 წლიდან აღარ მოქმედებს. ნოტარიუსი, რომელიც 2014 წლის მაისში დაინიშნა, მუნიციპალიტეტი 7 თვეში მიატოვა და 2015 წლის თებერვლის თვეში სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა. ამიერიდან დაბა ასპინძას ნოტარიუსი მარიამ შავერდაშვილი მოემსახურება, ვანს კი − გიგი გოლუბიანი.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა სანოტარო მომსახურების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. 2013-2016 წლების რეფორმების შედეგად სანოტარო მომსახურება გაჩნდა იქ, სადაც არასოდეს ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა: თერჯოლა, ოზურგეთი, წყალტუბო, თიანეთი, ლანჩხუთი, ლენტეხი, ცაგერი, ონი, მესტია, ქედა, ამბროლაური, დედოფლისწყარო, ბაკურიანი, ქარელი.
ახალდანიშნული ნოტარიუსები მუნიციპალიტეტებში სამწლიანი ვადის ამოწურვამდე ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას. ნოტარიუსთა პალატა მათ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599