სახელმწიფო უწყებებს შორის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე პირველი დისკუსიის პლატფორმა შედგა

ევროკავშირის პროექტის "კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით 2 მარტს, სახელმწიფო უწყებებს შორის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე პირველი დისკუსიის პლატფორმა შედგა. ღონისძიების მიზანი იყო უწყებებს შორის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა/დისკუსია. 
საჯარო დისკუსიას ესწრებოდნენ მოსამართლეები, ადვოკატები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მერიის არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. 
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ მიმდინარე სამუშაო პროცესში არსებულ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, კერძოდ, განხილულ იქნა მიწის რეგისტრაციისას წარმოშობილი ხარვეზები, რაც აფერხებს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გასამართი აუქციონების მიმდინარეობას; მიწის ნაკვეთების გამიჯვნა და შეუსაბამო ზონებში რეგისტრაცია; მიწის რეფორმა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა; მიწის დავები და სანოტარო მედიაცია და სხვა.
მიმდინარე წელს ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. დისკუსიის პლატფორმის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს უწყებათაშორის საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესებას და მიწის დავების შემცირებას, პრობლემების აღმოფხვრას მიწის რეგისტრაციის პროცესში.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში