ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ორი ახალი პროექტი გააცნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ სტაჟიორებს  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ორი ახალი პროექტი-ონლაინმაღაზია და მაცნეს კლუბი  წარუდგინეს. პრეზენტაცია 33 სტაჟიორისთვის „მაცნეს“ სტამბის ხელმძღვანმელმა, ედიშერ ასათიანმა გამართა.

„მაცნეს“ კლუბი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. კლუბი იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გააერთიანებს, რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, დაუსვან კითხვები და სხვ. „მაცნეს“ კლუბში გაიმართება პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები ახალგაზრდებისათვის საინტერესო საკითხებზე; კლუბის მენტორები იქნებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები დაგეგმავენ და განახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით შეირჩევა. განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩეულ და საინტერესო იდეების მქონე მონაწილეებს კლუბში სიმბოლური და სახალისო „თანამდებობები“ მიენიჭებათ და ინტენსიურად ჩაერთვებიან კლუბის მართვასა და პროექტების დაგეგმვაში. 

 პროექტი-ონლაინმაღაზია „მაცნეს“ მომხმარებელს აძლევს საშუალებას თავად გააკეთოს არჩევანი − ისარგებლოს იურიდიული ლიტერატურით ციფრულ ფორმატში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული, ან მიანიჭოს უპირატესობა ნაბეჭდ წიგნს და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს ის „მაცნეს“ ონლაინმაღაზიაში.  წიგნების კატალოგი სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილ ელექტრონულ გვერდზეა (http://matsnebooks.gov.ge./Book) განთავსებული.წლების განმავლობაში „მაცნე“ საკანონმდებლო აქტებს მხოლოდ ე.წ. ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებდა, არ არსებობდა მათი ბეჭდური, „ფურცლის“ ვერსია. ბეჭდური გამოცემების ტრადიცია 2013 წელს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით აღდგა.  


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში