ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირება დაიწყო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველთათის სტაჟირება დაიწყო.

33 სტაჟიორი 8 თვის განმავლობაში გაივლის თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. თეორიული სწავლება მოიცავს სანოტარო და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, მომსახურების ეფექტურუნარ-ჩვევებს. პრაქტიკულ სწავლებას კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, მომსახურების სააგენტო) გაივლიან. 
ორივე კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, თუკი სტაჟიორს ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, უფლება აქვს, გახდეს ნოტარიუსი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, კანდიდატი, რომელიც ყველა შესაბამის პირობას დააკმაყოფილებს, სამი წლის ვადით დაინიშნება ნოტარიუსად იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. 

ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ამ სამი წლის განმავლობაში ყველა პირობას შეუქმნის სანოტარო საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში