აჭარასა და ქუთაისში მოქმედ ნოტარიუსებს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია აჭარასა და ქუთაისში მოქმედ ნოტარიუსებს შეხვდა და მათ კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. შეხევდრას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძეც ესწრებოდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო მომსახურება ხელმოსაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობისთვის. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო და ნოტარიუსთა პალატა მაქსიმალურად უწყობს ხელს ნოტარიუსებს ბიუროს ტექნიკურად აღჭურვასა და კეთილმოწყობაში. კომპიუტერული ტექნიკა უკვე გადაეცათ სხვა რეგიონებში მოქმედ ნოტარიუსებს.
შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის „სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ ინსტრუქციასა და „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებაში განხორციელებულ ცვლილებებზე.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560