საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 4-წლიანი ანგარიში

2013 - ამოქმედდა ახალი სერვისი - სანოტარო მედიაცია

2016 - სანოტარო მედიაცია მიწის რეგისტრაციის რეფორმის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი გახდა. რეფორმიდან 4 თვის თავზე 70 დავა სანოტარო მედიაციის გზით წარმატებით დასრულდა.

მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული და თანამედროვე გზაა

2013 - შეიქმნა სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ პირთა ელექტრონული ბაზა, რომელიც მუდმივად ახლდება; დაინერგა სერვისი „ონლაინ კონსულტაცია ნოტარიუსთან“

2014 - მოქალაქეს შეუძლია ყველა საჭირო ტრანზაქცია სანოტარო ბიუროშივე განახორციელოს და თავისი უძრავი ქონება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში; დაინერგა სერვისი „უფასო სატელეფონო სამართლებრივი კონსულტაცია ნოტარიუსისგან“; შემუშავდა მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები; შეიქმნა ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა ელექტრონული რეესტრი

2015 - დაიწყო სანოტარო მომსახურება საზოგადოებრივ ცენტრებში სოფლად

2015 - ყოველი ახალდანიშნული ნოტარიუსი ვალდებული გახდა, პირველი 3 წელი იმსახუროს მთიან ან ისეთ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

2013-2016 - რეფორმების შედეგად სანოტარო მომსახურება გაჩნდა იქ, სადაც არასოდეს, ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, არ არსებობდა: თერჯოლა, ოზურგეთი, წყალტუბო, თიანეთი, ლანჩხუთი, ლენტეხი, ცაგერი, ონი, მესტია, ქედა, ამბროლაური, დედოფლისწყარო, ბაკურიანი, ქარელი

2016 - სანოტარო ბიუროებში მოქალაქეთა მომსახურების მონიტორინგისთვის „მისტიური მომხმარებლის“ პროგრამა დაიწყო

სანოტარო მომსახურების გაუმჯობესება ჩვენთვის მუდმივი პროცესია

2014 - ნოტარიუსთა პალატის რებრენდინგი განხორციელდა

2014 - დაიწყო სარეკლამო კამპანია: „მე ვენდობი ნოტარიუსს“

2014 - ჩატარდა პირველი ელექტრონული არჩევნები პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატურის გამოკვეთის მიზნით

2016 - ნოტარიუსთა პალატას 20 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიება თბილისში გახსნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) თავმჯდომარემ - დანიელ-სედარ სენგორმა


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში