საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სახელმძღვანელოს „სანივთო სამართალი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანელი ავტორის მანფრედ ვოლფის სახელმძღვანელოს „სანივთო სამართალი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში იუსტიციის სამინისტროს, სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპებ-ის ხელძღვანელები, სასამართლოს, ადვოკატთა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, თარჯიმნები დაესწრნენ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2015 წლიდან დაიწყო პროექტი, რომელიც  ნოტარიატთან დაკავშირებული ევროპული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია ევროპულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ქართული ნოტარიატის განვითარებასა და კანონმდებლობის დახვეწას შეუწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში, პირველი  წიგნი -  ვოლფის სახელმძღვანელო „სანივთო სამართალი“ ზურაბ ჭეჭელაშვილმა თარგმა.
წიგნი სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში