ქართველ ნოტარიუსებს ევროპული ქვეყნების სამემკვიდრეო სამართალს გააცნობენ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსებისთვის სავალდებულო სემინარები ტარდება. სწავლების თემაა: „საერთაშორისო მემკვიდრეობა“. 

ქართველ ნოტარიუსებს ევროპული ქვეყნების სამემკვიდრეო სამართალს გააცნობენ. სამემკვიდრეო საქმისწარმოება ნოტარიუსის ერთ-ერთი ექსკლუზიური ფუნქციაა. მემკვიდრეობით დანატოვარი ქონების საკუთრებაში მისაღებად სამკვიდრო მოწმობა აუცილებელი დოკუმენტია, რომელსაც მხოლოდ ნოტარიუსი გასცემს. ამ კუთხით, ევროპული კანონმდებლობის გაცნობა ქართული ნოტარიატის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ერთ-ერთი აქტიური წევრია. ევროპულ ქვეყნებთან ხანრგძლივი თანამშრომლობა  ქართული კანონმდებლობის  დახვეწასაც უწყობს ხელს. ქართულ ენაზე ითარგმნება ევროპული საკანონმდებლო აქტები. 

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს ნოტარიუსთა, სანოტარო ბიუროს თანამშრომელთა კვალფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. სისტემატურად ტარდება სემინარები სანოტარო მომსახურების დახვეწის, ეფექტურობის გაზრდის მიზნითაც.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში