ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად: 30 ნოემბერს-1 დეკემბერს - ტესტირება ზოგად უნარებში, 7 დეკემბერს - ტესტირება პროფესიულ ნაწილში.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები დაინიშნებიან ისეთ დასახლებებში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის.
თერჯოლა, ვანი, ადიგენი, ასპინძა - ეს მუნიციპალიტეტები ჯერ კიდევ ნოტარიუსის გარეშეა დარჩენილი.
მარტვილი, ლანჩხუთი, ჭიათურა, კასპი, დუშეთი, თეთრიწყარო, ახმეტა, საგარეჯო, ყვარელი
სიღნაღი - ამ მუნიციპალიტეტებში სანოტარო სერვისები სათანადოდ არ არის ხელმისაწვდომი.
ნოტარიუსი დაინიშნება, ასევე, სოფელ კაჭრეთში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2015 წლის დეკემბერში დაწყებული სანოტარო რეფორმა წარმატებით გრძელდება. 2016 წელს ნოტარიუსები უკვე 16 მუნიციპალიტეტში დაინიშნენ.
ქარელი, ქედა, წყალტუბო, ამბროლაური, სართიჭალა, ლენტეხი, წალკა, ბორჯომი, დედოფლისწყარო, მესტია, ცაგერი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, თიანეთი, ონი, ბაკურიანი - ეს ის დასახლებებია, სადაც სადაც სანოტარო ბიუროები წლების განმავლობაში არ მოქმედებდა ან სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო და მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა.
ნოტარიუსები დასახლებებში საკუთარ ხალხს სამი წლის განმავლობაში ემსახურებიან, რის შემდეგაც უკვე შეუძლიათ, საქმიანობა მათთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში გააგრძელონ.
ამის სანაცვლოდ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უწევს. ასევე, ნოტარიუსობის კანდიდატს, რომელიც მუნიციპალიტეტში დაინიშნება, საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილ საფასურს ნოტარიუსთა პალატა აუნაზღაურებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599