სტაჟირების კონკურსის შედეგები

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების კონკურსი წარმატებით  18-მა კონკურსანტმა გაიარა.

კონკურსანტებს შეუძლიათ,  პრეტენზიის თაობაზე განაცხადი (წერილობითი ფორმით) წარადგნინო საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში 2016 წლის 29 ნოემბერს 18:00 საათამდე (მის.: თბილისი, წერეთლის გამზ.№142).

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სტაჟიორები რვა თვის განმავლობაში გადიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. თეორიული სწავლება მოიცავს სანოტარო და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, მომსახურების ეფექტურ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკულ სწავლება კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული სააგენტო, მომსახურების სააგენტო) გადიან.

ორივე კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს სტაჟიორთა ინტეგრაციას იმ სამუშაო გარემოსთან, რომელშიც მას, როგორც ნოტარიუსს, მომავალში მოუწევს საქმიანობა.

კონკურსის შედეგები

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში