სტაჟირების კონკურსი 27 ნოემბერს ჩატარდება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლის მსურველთა საბუთების მიღება დასრულდა.

სტაჟირების კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 27 ნოემბერს, ტესტირების ფორმით - ზოგად უნარებში.

გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი კონკურსანტებს სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ეცნობებათ.

საქართველოს ნოატრიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.

სტაჟიორები რვა თვის განმავლობაში გადიან თეორიული სწავლებასა და პრაქტიკულ კურსს.

სტაჟიორობის კანდიდატი,  რომელსაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, გათავისუფლებულია კონკურსის გავლის ვალდებულებისგან.

სტაჟირების გასავლელად ნოტარიუსთა პალატის ანგარიშზე  გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი (აღნიშნული საფასურის გადახდა ხდება ჩარიცხული სტაჟიორების მიერ, სწავლის დაწყებამდე).


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში