იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს ნოტარიუსთა საკვალფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების პირობები გააცნეს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს ნოტარიუსთა საკვალფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების პირობები გააცნო. უნივერსიტეტების (რომლებთანაც ნოტარიუსთა პალატა თანამშრომრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული) წარმომადგენლები საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში მოიწვიეს. შეხვედრას 16 უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრენენ.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და ნოტარიუსთასასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა აუცილებელი პირობებია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება 30 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სტაჟირების კონკურსს კი 27 ნოემბერს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი ატარებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები უნდა დაინიშნონ შემდეგ დასახლებებში:
თერჯოლა, ვანი, ადიგენი, ასპინძა - ეს მუნიციპალიტეტები ჯერ კიდევ ნოტარიუსის გარეშეა დარჩენილი;
მარტვილი, ლანჩხუთი, ჭიათურა, კასპი, დუშეთი, თეთრიწყარო, ახმეტა, საგარეჯო, ყვარელი
სიღნაღი - ამ მუნიციპალიტეტებში სანოტარო სერვისები სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
ნოტარიუსი დაინიშნება, ასევე, სოფელ კაჭრეთში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2015 წლის დეკემბერში დაწყებული სანოტარო რეფორმა წარმატებით გრძელდება. 2016 წელს ნოტარიუსები უკვე 16 მუნიციპალიტეტში დაინიშნენ. ქარელი, ქედა, წყალტუბო, ამბროლაური, სართიჭალა, ლენტეხი, წალკა, ბორჯომი, დედოფლისწყარო, მესტია, ცაგერი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, თიანეთი, ონი, ბაკურიანი - ეს ის დასახლებებია, სადაც სადაც სანოტარო ბიუროები წლების განმავლობაში არ მოქმედებდა ან სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო. მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა. მაგალითად, სართიჭალასა და ბაკურიანს 2016 წლამდე ნოტარიუსი არასოდეს ჰყოლია, მესტიაში სანოტარო ბიურო 2006 წლიდან აღარ მოქმედებდა, ცაგერში - 2008 წლიდან.
ნოტარიუსები დასახლებებში საკუთარ ხალხს სამი წლის განმავლობაში მოემსახურებიან, რის შემდეგაც მათ უკვე შეეძლებათ, საქმიანობა მათთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში გააგრძელონ.
ამის სანაცვლოდ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას გაუწევს.
ასევე, ნოტარიუსობის კანდიდატს, რომელიც მუნიციპალიტეტში დაინიშნება, საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილ საფასურს ნოტარიუსთა პალატა აუნაზღაურებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599