საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში წიგნის „სანოტარო სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა

წიგნის „სანოტარო სამართალი“ პრეზენტაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობა, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ნოტარიუსები დაესწრნენ. 
„სანოტარო სამართალი“ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის მარიკა გოგოლაძის ავტორობით გამოიცა. წიგნი სახელმძღვანელო იქნება როგორც მოქმედი, ისე მომავალი ნოტარიუსებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. 
1996 წლიდან, დამოუკიდებელი ქართული ნოტარიატის დაარსებიდან, დღემდე სანოტარო კანონმდებლობა მუდმივად განიცდის ცვლილებებს, იხვეწება, რათა მაქსიმალურად მოერგოს ლათინური ნოტარიატის სტანდარტებს. აღნიშნული წიგნის შექმნის მიზანს სხვადასხვა დროს გამოცემული სამართლებრივი აქტების შედარებითი ანალიზი, არსებული ხარვეზების განხილვა და მათი აღმოფხვრა წარმოადგენს. 
თეორიული მასალის გარდა, წიგნში დეტალურად არის განხილული არსებული სანოტარო პრაქტიკა, გამოყენებულია სატესტო მასალა, მოიცავს სანოტარო აქტების ნიმუშებს. 
„სანოტარო სამართალი“ იურისტებს შესაძლებლოებას აძლევს, სიღრმისეულად გაეცნონ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონს, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციას, ნოტარიუსთა პალატის წესდებასა და სხვა სამართლებრივ აქტებს, ასევე, მათი პრატიკაში რეალიზების გზებს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში