საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს საბუთების მიღებას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის

გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი -  ზოგადი უნარ-ჩვევები, 30 ნოემბერი - 1 დეკემბერი, 2016 წ.  

II ეტაპი - პროფესიული ტესტი, 7 დეკემბერი - 8 დეკემბერი, 2016 წ.  

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
  • CV;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
  • გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით(იხ. საბანკო რეკვიზიტები)

საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge

საკონტაქტო პირი - ქეთევან ზვიადაძე, ტესტირების კოორდინაციის სამსახურის უფროსი, kzviadadze@tcj.gov.ge 294 22 65

 

იხილეთ საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის №1432 ბრძანება;

“ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანება.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში