საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს საბუთების მიღებას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის
გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - ზოგადი უნარ-ჩვევები, 30 ნოემბერი - 1 დეკემბერი, 2016 წ.
II ეტაპი - პროფესიული ტესტი, 7 დეკემბერი - 8 დეკემბერი, 2016 წ.
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
- CV;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
- გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით(იხ. საბანკო რეკვიზიტები)
საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge
საკონტაქტო პირი - ქეთევან ზვიადაძე, ტესტირების კოორდინაციის სამსახურის უფროსი, kzviadadze@tcj.gov.ge 294 22 65
იხილეთ საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:
“ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანება.სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560