სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება დაიწყო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველთა სტაჟირების კონკურსს. საბუთების მიღება იწყება 2016 წლის 27 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 21 ნოემბრის ჩათვლით.
სტაჟირების კონკურსი ჩატარდება 27 ნოემბერს, ტესტირების ფორმით - ზოგად უნარებში.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე მოქალაქე.
სტაჟიორობის კანდიდატი, რომელსაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, გათავისუფლებულია კონკურსის გავლის ვალდებულებისგან. ასევე, პირები, რომლებმაც სტაჟირების თეორიული კურსის სწავლების დასასრულს პროფესიულ უნარ-ჩვევებში ტესტირების შედეგად მიიღეს უარყოფითი შეფასება, უფლებამოსილნი არიან, სტაჟიორთა კონკურსის გავლის გარეშე განმეორებით გაიარონ სტაჟირების თეორიული კურსი.
კონკურსანტებმა საბუთები, ქვემოთ მოცემულ ფორმატში, უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: internships@notary.ge ან წარმოადგინონ ნოტარიუსთა პალატის სამდივნოში შემდეგ მისამართზე: თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №142; ტელეფონი: 2 206 777 (1119).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი;
- აპლიკაცია (წარმოადგინეთ დანართი ფორმა შევსებული სახით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- 2 (ორი) ფერადი ფოტოსურათი (3X4).
სტაჟიორები რვა თვის განმავლობაში გაივლიან თეორიული სწავლებისა და პრაქტიკულ კურსს. სტაჟირების გასავლელად ნოტარიუსთა პალატის ანგარიშზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი (აღნიშნული საფასურის გადახდა ხდება ჩარიცხული სტაჟიორების მიერ, სწავლის დაწყებამდე).
დანართი
უნარების ნიმუში
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599