ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. დელეგაციების წევრები წარადგენენ პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ნოტარიუსი, როგორც სანდო მესამე მხარე მოქალაქეებისთვის, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის; ელექტრონული სანოტარო აქტები, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები; საერთაშორისო მემკვიდრეობის ევროპული რეგულაციები. მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართება მრგვალი მაგიდა და დებატები, სადაც დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, იმსჯელონ სხვადასხვა ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების გარშემო, განიხილონ საინტერესო პრაქტიკული მაგალითები.
კონგრესის მიმდინარეობისას გადაწყდა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, საქართველო ნოტარიუსთან საერთაშორისო კონგრესის საბჭოს სხდომას უმასპინძლებს და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 250-ზე მეტ სტურმარს მიიღებს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირში წევრად 2007 წლიდან შევიდა. პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის წევრია. ქართველი ნოტარიუსები აქტიურად თანამშრომლობენ კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებთან, მონაწილეობენ კონფერენციებსა და შეხვედრებში, მასპინძლობენ საერთაშორისო კონფერენციებს, ქართულ ენაზე ითარგმნება ევროპული საკანონმდებლო აქტები.
2016 წელს საქართველომ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ასეთი მასშტაბური ღონისძიება, სადაც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე და კავშირის წევრი 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა.
იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესში მონაწილეობს. ღონისძიებაზე თეა წულუკიანი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ დანიელ სედარ სენგორის პირადი მიწვევით იმყოფება. კონგრესს ესწრებიან, აგრეთვე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია, დელეგაციები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდან.
ღონისძიება ნოტარიუსთა კონგრესი საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟან ჟაკ ურვუასმა გახსნა. კონგრესის მონაწილეებს მიესალმნენ, აგრეთვე, კონგრესის პრეზიდენტი ლიონელ გალიეზი, საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი დანიელ სედარ სენგორი, საფრანგეთის ნოტარიატის ხელმძღვანელი პიერ ლუკ ვოგელი და სხვები. ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. დელეგაციების წევრები წარადგენენ პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ნოტარიუსი, როგორც სანდო მესამე მხარე მოქალაქეებისთვის, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის; ელექტრონული სანოტარო აქტები, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები; საერთაშორისო მემკვიდრეობის ევროპული რეგულაციები. მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართება მრგვალი მაგიდა და დებატები, სადაც დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, იმსჯელონ სხვადასხვა ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების გარშემო, განიხილონ საინტერესო პრაქტიკული მაგალითები.
კონგრესის მიმდინარეობისას გადაწყდა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, საქართველო ნოტარიუსთან საერთაშორისო კონგრესის საბჭოს სხდომას უმასპინძლებს და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 250-ზე მეტ სტურმარს მიიღებს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირში წევრად 2007 წლიდან შევიდა. პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის წევრია. ქართველი ნოტარიუსები აქტიურად თანამშრომლობენ კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებთან, მონაწილეობენ კონფერენციებსა და შეხვედრებში, მასპინძლობენ საერთაშორისო კონფერენციებს, ქართულ ენაზე ითარგმნება ევროპული საკანონმდებლო აქტები.
2016 წელს საქართველომ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ასეთი მასშტაბური ღონისძიება, სადაც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე და კავშირის წევრი 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560