მედიატორის ფუნქციას მალე ახლად დანიშნული ნოტარიუსებიც შეასრულებენ

ახლად დანიშნული ნოტარიუსებისთვის სანოტარო მედიაციაში სემინარი ტარდება. სწავლება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრისა და GIZ-ს  (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ორგანიზებით დაიგეგმა. სემინარს გერმანელი ექსპერტები შტეფან შმიტი და ბაბეტა ვერმანი უძღვებიან.

ნოტარიუსს მედიატორის ფუნქცია 2013 წლიდან მიენიჭა. სანოტარო მედიაცია სამოქალაქო (საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო....) დავების მოგვარების გამარტივებული ფორმაა. მედიატორი ნოტარიუსები, ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის გამარტივების პროცესში. ქონების რეგისტრაციისას საკუთრებაზე წარმოშობილი დავების მოსაგვარებლად მოქალაქეებს შეუძლიათ, მედიტორ ნოტარიუსებს მიმართონ. აღნიშნული სანოტარო სერვისი უფასოა და მხარეებს მნიშვნელოვნად უმარტივებს დავების მოგვარების პროცესს. ამ ეტაპზე სანოტარო მედიაციის უკვე 21 პროცესი დასრულდა მხარეთა შორის მორიგებით.


სანოტარო მედიაციის უპირატესობა

დავა გვარდება სწრაფად და მარტივად - მოდავე მხარეებს აღარ უწევთ სასამართლოში წასვლა, მიდიან ნებისმიერ მედიატორ-ნოტარიუსთან, ზოგავენ დროს;
მედიაცია არის ნებაყოფლობითი და არა იძულებითი პროცესი - ნოტარიუსთან დავის მოსაგვარებლად ყველა მხარე საკუთარი ნებით მიდის, არავინ აიძულებს მოსალაპარაკებელ მაგიდასთან დაჯდომას;
მედიაციის დროს ნებისმიერი მხარე თანასწორუფლებიანია - მედიატორი-ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი, ობიექტური მრჩეველი, ნებისმიერი მხარის ინტერესს თანაბრად იცავს და შეთანხმების მიღწევაში ეხმარება;
კონფიდენციალობა - ნოტარიუსს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციის განხორციელებისას გახდა ცნობილი;
მედიაციის დასრულებით კონფლიქტი სრულდება - სანოტარო მედიაცია არა მხოლოდ მორიგების, არამედ შერიგების გარანტიაცაა;
დავის მოგვარების შემდგომ, ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს და სანოტარო წესით ამოწმებს. აღიშნული დოკუმენტით განსაზღვრულია მოდავე მხარეების მოვალეობები. ხოლო თუკი მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელსაც გასცემს, რისთვისაც, ასევე, აღარ არის საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა. 
აღნიშნული კანონის ფარგლებში, სანოტარო მედიაციის გარდა, მოქალაქეთათვის უფასოა ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმებაც.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში