ბორჯომში კიდევ ერთი სანოტარო ბიურო ამოქმედდა

დღეიდან ბორჯომის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი გახდა, მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სანოტარო ბიურო ამოქმედდა. ადგილობრივი მცხოვრებნი სანოტარო სერვისებს სრულყოფილად და დროულად მიიღებენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბორჯომში მეორე ნოტარიუსი 2016 წლის 17 სექტემბერს დანიშნა.

თეა წულუკიანის ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა სანოტარო მომსახურების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. საქართველოს არც ერთი მუნიციპალიტეტი თუ დასახლება არ უნდა დარჩეს ნოტარიუსის გარეშე. ახლად დანიშნული ნოტარიუსები მუნიციპალიტეტებში სამი წლის ვადით ინიშნებიან და ვადის ამოწურვამდე ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში