ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა
ნინო ხოფერიამ მადლობა გადაუხადა იმ ნოტარიუსებს, რომელნიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივას გამოეხმაურნენ და სანოტარო საქმიანობის დაწყება გადაწყვიტეს ისეთ მუნიციპალიტეტბსა და დასახლებებში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. 2015 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსები უკვე 8 ასეთ მუნიციპალიტეტში დანიშნა. მესტია, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ნინოწმინდა, ცაგერი, ონი, თიანეთი და ბაკურიანი - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც სანოტარო მომსახურება დღემდე სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო და მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა. დღეს, მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ ყოფილა, ნოტარიუსები სამი წლის ვადით, სავალდებულო წესით, ინიშნებიან. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მათ საქმიანობის გაგრძელება მათთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში შეეძლებათ. ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად უწყობს ხელს სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში, ეხმარება ფინანსურად, სანოტარო ბიუროს კეთილმოწყობასა და ტექნიკური ბაზით აღჭურვაში. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებებშიც მოსახლეობა ისეთივე სრულყოფილ სერვისს იღებს, როგორც დიდ ქალაქებში.
ნოტარიუსთა დანიშვნის წესი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული რეფორმა ითვალისწინებს, ევროპის ბევრ ქვეყანაში (გერმანია, იტალია, ესპანეთი...) მოქმედებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599