აქცია: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ სექტემბრიდან გაგრძელდება

აქცია: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში 2016 წლის აპრილიდან დაიწყო, სექტემბერში კვლავ  გაგრძელდება.

მოქალაქეები, სამი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათს ნოტარიუსებისგან სამართლებრივ რჩვებს უფასოდ იღებდნენ.

დედაქალაქის მოსახლეობა  ნოტარიუსთა კონსულტაციით აქტიურად სარგებლობდა.  აგვისტოდან აქცია მუნიციპალიტეტებისა და სოფლების მოსახლოებისთვისაც დაიწყება.

მსგავსი აქციები ხელს უწყობს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ სამართლებრივი განათლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების, ხშირად ელემენტარულისაც, არცოდნა წარმოადგენს.  მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, რა უფლებები აქვთ მემკვიდრეობაზე, როგორ და რა ვადაში უნდა მიიღონ სამკვიდრო მოწმობა, რომელი ხელშეკრულების გაფორმება სჯობს, იმისთვის, რომ მათი ქონება მეტად იყოს დაცული, რა ქონებრივი უფლებები აქვთ ქორწინების განმავლობაში ან განქორწინებისას...

მოქალაქეები ნოტარიუსებისგან, როგორც პროფესიონალი იურისტებისგან,  ყველა ამ საკითხზე კომპეტენტურ რჩევას იღებენ.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში