სემინარი ნოტარიუსებისთვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თავისებურებანი“.

სემინარი საქართველოს იუსტიციის სამინისტრის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ეკა ახალკაცმა და მოსამართლემ  ქეთევან მესხიშვილმა  ჩაატარეს.

ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება 2009 წლიდან მიენიჭა, მაგრამ 2012 წლამდე მხოლოდ გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე გასცემდა. 2012 წელს ნოტარიუსის კომპეტენცია გაიზარდა და მას სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება უკვე ნებისმიერი ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ხელშეკრულების საფუძველზე აქვს.

ნოტარიუსთა გარიგების გაფორმებისას, ორივე მხარის თანხმობით, ხელშეკრულებაში იდება სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობა და  თუკი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე დაკისრებული ვალდებულებას არ შეასრულებს, დაზარალებულ მხარეს სააღსრულებო ფურცლის მიღება პირდაპირ ნოტარიუსიგან შეუძლია და მას სასამართლოში წასვლა აღარ უწევს.

აღნიშნული სემინარის მიზანი იყო სააღსრულებო ფურცლის გაცემისას პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და დახვეწა. მსგავსი სემინარები ხელს უწყობს სანოტარო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდას, რაზეც ნოატრიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი პერმანენტულად ზრუნავს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში