სანოტარო სერვისებით იორმუღანლოს მოსახლეობაც ისარგებლებს

დღეიდან სანოტარო მომსახურება იორმუნღალოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. ნოტარიუსი ადგილობრივ მცხოვრებლებს საზოგადოებრივ ცენტრში, კვირაში ერთხელ, მოემსახურება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საზოგადოებრივ ცენტრებში სანოტარო სერვისები გასული წლიდან დაინერგა. ნოტარიუსები მოსახლეობას უკვე ცხრა საზოგადოებრივ ცენტრში ემსახურებიან. ყვარელწყალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევი (გორის მუნიციპალიტეტი), მუხაესტატე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), ფოკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ჯვარი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), მარტყოფი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), კაბალა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) გეგუთი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) და უკვე იორმუღანლო (საგარეჯოს რაიონი) - ეს ის სოფლებია, სადაც საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობა სანოტარო სერვისებით სარგებლობს.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გასული წლის დეკემბერში დაწყებული ნოტარიატის რეფორმა, რომლის შედეგადაც ნოტარიუსები დაინიშნენ ექვს ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც მანამდე სანოტარო ბიუროები არ მოქმედებდა. ხოლო ჯერ კიდევ უნოტარიუსოდ დარჩენილ დასახლებებში სანოტარო მოსამხურების მიღება საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში