ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციაზე დეკლარაცია მიიღეს

ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გახსნა, დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“ გაგრძელდა. კონფერენციაში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 14 ქვეყანა მონაწილეობდა. დელეგატები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან (გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, უნგრეთი, ესტონეთი...) ჩამოვიდნენ.
კონფერენცია მიეძღვნა ნოტარიუსის სოციალურ როლს. მომხსენებლებმა ნოტარიუსის, როგორც იურიდიული მრჩევლის ფუნქციის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 
„საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბური კონფერენციის მასპინძლობა და ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. ნოტარიუსის, როგორც იურიდიული მრჩევლის ფუნქციის გაძლიერება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების დაცვასა და მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას,“ - განაცხადა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ. 
კონფერენციის დასასრულს მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც დელეგატ ქევყნებს მოუწოდეს, ხელი შეუწყონ ნოტარიატის პოპულარიზაციასა და ნოტარიუსის სოციალური როლის გაძლიერებას. დეკლარაციაში ყურადღება გამახვილებულდა მოწყვლადი პირების ქონებრივი უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების დახვეწაზე.
როგორც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარემ დანიელ-სედარ სენგორმა აღნიშნა, ევროპის ქვეყნებში ნოტარიუსს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირებაში და სასურველია, აღნიშნული რეკომენდაცია ლათინური ნოტარიატის წევრმა ყველა ქვეყანამ გაითვალისწინოს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში