სანოტარო სერვისებით სოფელ გეგუთის მოსახლეობაც ისარგებლებს

სანოტარო მომსახურება უკვე სოფელ გეგუთის მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია. ნოტარიუსი ადგილობრივ მცხოვრებლებს სოფელში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში, კვირაში ერთხელ, მოემსახურება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საზოგადოებრივ ცენტრებში სანოტარო სერვისები გასული წლიდან დაინერგა. ყვარელწყალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევი (გორის მუნიციპალიტეტი), მუხაესტატე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), ფოკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ჯვარი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), მარტყოფი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), კაბალა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) და უკვე გეგუთი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) - ეს ის სოფლებია, სადაც საზოგადოებრივ ცენტრებში სანოტარო სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია.

საზოგადოებრივ ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ნებისმიერი სანოტარო, მათ შორის ონლაინ სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლონ.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში