ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების კურსის თეორიული გამოცდა ჩატარდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ სტაჟიორთა გამოცდა ჩატარდა. სტაჟიორებმა  თეორიული კურსი დაასრულეს და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პრაქტიკულ კურსს გაივლიან.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში  სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აუცლებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ნაწილში სტაჟიორები სანოტარო და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, მომსახურების ეფექტურ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, პრაქტიკულ სწავლებას კი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, მომსახურების სააგენტო...) გადიან.

კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში