„სამემკვიდრეო საქმისწარმოება და პრაქტიკის შესაბამისობა კანონმდებლობასთან“

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსებისთვის დაიწყო სემინარი თემაზე: „სამემკვიდრეო საქმისწარმოება, პრაქტიკის შესაბამისობა კანონმდებლობასთან“. სემინარს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები ატარებენ.

სამკვიდრო მოწმობის გაცემა ნოტარიუსის ექსკლუზიური უფლებაა. იმისთვის რომ მემკვიდრეობით დანატოვარი ქონების მესაკუთრე გახდეთ,  აუცილებელია, ნოტარიუსისგან მიიღოთ სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტის  მისაღებად  უნდა მიმართოთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ ნოტარიუსს მამკვიდრებლის (ქონების მესაკუთრის) გარდაცვალების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში და წარადგინოთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ.  

სემინარის მიზანია სამემკვიდრეო საქმისწარმოების დახვეწა, პრაქტიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდას.

ნოტარიუსები სამინარს ეტაპობრივად გაივლიან.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში