ქედაში, სამწლიანი პაუზის შემდეგ, სანოტარო ბიურო ამოქმედდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ქედაში ნოტარიუსი 2016 წლის 22 იანვარს დანიშნა. დღეიდან სანოტარო ბიურო ამოქმედდა და მოსახლეობა ნებისმიერ სანოტარო სერვისს ადგილზე მიიღებს.

2013 წლის შემდეგ ქედაში მცხოვრებთ სანოტარო მომსახურების მისაღებად შუახევსა და ბათუმში უწევდათ წასვლა, რაც დამატებით ხარჯთან იყო დაკავშირებული.

დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის შედეგად,  მაღალმთაინ დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებს ნოტარიუსი სამი წლის განმავლობაში, სავალდებულო წესით,  მოემსახურება. ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სანოტარო საქმიანობის განსახორციელებაში, დაეხმარება ფინანსურად, სანოტარო ბიუროს კეთილმოწყობასა და ტექნიკური ბაზით აღჭირვაში. შესაბამისად,  მაღალმთიან დასახლებებშიც მოსახლეობა ისეთივე სრულყოფილ სერვისს მიიღებს, როგორც დიდ ქალაქებში.  


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში