სამუშაო შეხვედრა სერვისის გამარტივების მიზნით

საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენელთა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო საერთო სერვისების გამარტივება და ხარისხის ამაღლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ორი უწყება მოქალაქეთა ქონების უფლების რეგისტრაციას  2010 წლიდან პარალელურად ახორციელებს. აღნიშნული სიახლე  მომსახურების გამარტივების მიზნით დაინერგა. ნოტარიუსთან გარიგების გასაფორმებლად მისულ მოქალაქეს ქონების უფლების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წასვლა აღარ უწევს, ნოტარიუსი მის ნაცვლად ახორციელებს რეგისტრაციას. ამასთან, მოქალაქე აღნიშნულ მომსახურებაში დამატებით საფასურს აღარ იხდის.

შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული მექანიზმები რეგისტრაციის პროცედურების დახვეწასა და მომსახურების კიდებ უფრო გამარტივებისთვის.

მსგავსი შეხვედრები სამომავლოდ სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უწყებებთანაც გაიმართება. იგეგმება ერთობლივი კონფერენციების ჩატარებაც.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში