ნოტარიუსებს ფინანსურ მონიტორინგთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები გააცნეს

ნოტარიუსებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და  „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილი ცვლილებები გააცნო. სემინარი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

საკანონმდებლო ცვლილებები ფულის გათეთრებისა და ტეროტიზმის  დაფინანსების საწინააღმდეგო პრევენციული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დახვეწას ითვალისწინებს.

ნოტარიუსი, კანონმდებლობის თანახმად, ფულის გათეთრებისა და ტერიტორზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მის კომპეტენციაში შემავალ, უფლებამოსილებას ახორციელებს.  შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო სიახლეები მეტად უზრუნველყოფს სანოტარო საქმიანობის, კერძოდ, გარიგებების უსაფრთხოებას.  

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსები სისტემატურად ეცნობიან  სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკანონმდებლო სიახლეს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში