„ნოტარიუსის პრაქტიკული სახელმძღვანელო" ელექტრონულადაც ხელმისაწვდომი იქნება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ „ნოტარიუსის პრაქტიკული სახელმძღვანელოზე" მუშაობა დაასრულა. სახელმძღვანელოს ნაწილი ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე უკვე განთავსდა და მალე მომხმარებლისთვის მისი სრული ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება.

„ნოტარიუსის პრაქტიკული სახელმძღვანელო" წარმოადგენს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ შესახებ ინსტრუქციის განმარტებებს, რომელიც ნოტარიუსებს კანონით დადგენილი ნორმების პრაქტიკაში განხორციელებას გაუმარტივებს. 
სახელძღვანელოს შექმნის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ინსტრუქცის ნორმების არაერთგავროვანი გაგება და სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ერთიანი პრაქტიკა დამკვიდრდეს. 
პროექტი GIZ-ის მხარდაჭერით განხორცილედა. სახელმძღანელოს შემუშავება 2014 წელს დაიწყო და მომზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც. 

გასულ წელს ნოტარიუსთა პალატამ „ნოატრიუსის პრაქტიკული სახელმძღვანელოს“ პროექტი ნოტარიატის სისტემასთან დაკავშირებულ უწყებებსაც გააცნო და მათი მოსაზრებებიც გაითვალისწინა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში