იუსტიციის მინისტრმა 19 ნოტარიუსი დააჯილდოვა
ნოტარიუსებს, ვინც აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, იუსტიციის მინისტრის სპეციალური ჯილდო, ბრენდირებული მედალიონები გადაეცათ.
თეა წულუკიანის მიერ ნოტარიუსების დაჯილდოების ტრადიცია 2014 წელს, ნოტარიუსთა პალატის ახალი ბრენდის პრეზენტაციაზე დაიწყო. გასულ წელს ახალი ლოგოს ფორმის მოოქროვილი მედალიონები ოთხ ნოტარიუსს ნოტარიატის მიმართ განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცათ.
ღონისძიების ბოლოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ ნოტარიუსთა პალატის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ნოტარიატის მთავარ პრიორიტეტებს სანოტარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს. იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით, ამ კუთხით, 2015 წელსაც მნიშვნელოვანი აქტივობები გატარდა.
დაიწყო მზადება იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოტარიატის რეფორმის განსახორცილებელად. სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ნოტარიუსობის კანდიდატი სამი წლის ვადით დაინიშნება იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. ჩატარდა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და დაიწყო ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველთა სტაჟირება, რაც აუცილებელი პირობებია ნოტარიუსობის თანამდებობის დასაკავებლად.
სანოტარო მომსახურება დაინერგა საზოგადოებრივ ცენტრებში. სანოტარო სერვისებით სარგებლობა უკვე 6 საზოგადოებრივ ცენტრშია შესაძლებელი.
საქართველოს ნოტარიატი ერთ-ერთი ლიდერია ელექტრონული სერვისების განვითარების კუთხით, ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს სისტემაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისთვის. უახლოეს მომავალში საქართველოს ნოტარიატს კიდევ ორი ახალი ელექტრონული ბაზა ექნება. 2015 წელს დაიწყო არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტაციის სრული და ონლაინში შესრულებული სანოტარო მოქმედებების ჩანაწერების ელექტრონული ბაზების შექმნა.
ახალი ელექტრონული ბაზები სანოტარო მომსახურების ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის და დოკუმენტაციაც მეტად იქნება დაცული.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599