იუსტიციის სახლი ახალციხეშიც გაიხსნა

დღეიდან ერთ სივრცეში გაერთიანებული გამარტივებული სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა ახალციხის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ - 2012 წლის 9 აგვისტოს ახალციხეში იუსტიციის სახლი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. წითელი ლენტი კი საქართველოში კერძო ვიზიტით მყოფმა ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ ქალბატონმა სოლვიტა აბოლ ტინამ თავის ქალიშვილთან ერთად გაჭრა.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხელებს მათ ქალაქში იუსტიციის სახლის გახსნა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ქართულ რეფორმებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული პროექტად იუსტიციის სამინისტროს ბრენდი - იუსტიციის სახლები დაასახელა.
წელს იუსტიციის სახლს ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში სახელმწიფო სერვისების კუთხით განხორციელებული რეფორმების დაჯილდოების ცერემონიაზე  სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებული სპეციალური ჯილდო  გადაეცა.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ასევე სხვა უწყებების  სერვისები იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული.
იუსტიციის სახლები უკვე მოქმედებს ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მესტიაში, ოზურგეთსა და გურჯაანში, ხოლო 2012 წლის სექტემბერში - თბილისშიც გაიხსნება.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში