თეა წულუკიანმა ნოტარიუსებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუნიციპალიტეტებში მოქმედ 37 ნოტარიუსს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ნოტარიუსების ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ნოტარიუსთა პალატა და იუსტიციის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში მოქმედ ნოტარიუსებს სისტემატურად ეხმარება სანოტარო ბიუროს კეთილმოწყობასა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვაში.

სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნოტარიატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოში ჯერ კიდევ დარჩენილია მუნიციპალიტეტები, სადაც სანოტარო ბიურო არ მოქმედებს ან დასახლებას მხოლოდ ერთი ნოტარიუსი ემსახურება. ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს მუნიციპალურ ცენტრში უწევს წასვლა, რაც დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული.

შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო და ნოტარიუსთა პალატა მაქსიმალურად უწყობენ ხელს მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტში როგორც მოქმედ ნოტარიუსებს, ისე დანიშვნის მსურველ კანდიდატებს. მათ უნდა ჰქონდეთ მოტივაცია და ყველა პირობა სანოტარო მომსახურების სრულფასოვნად განხორციელებისთვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად კი, ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს სამი წლის განმავლობაში გაუწევს ფინანსურ დახმარებას, რომელიც, საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადასახადისგან გათავისუფლდება. დახმარება ითვალისწინებს სანოტარო ბიუროს ქირის გადასახადს, ტექნიკურ აღჭურვილობას, ფულად დახმარებას და სხვ. შესაბამისად, ახლად დანიშნულ ნოტარიუსს ყველა პირობა ექნება სანოტარო საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად.

„ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, 2016 წლიდან ნოტარიუსობის კანდიდატი სამი წლის ვადით დაინიშნება იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი კადრების დასაქმებასა და მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის დამაგრებასაც შეუწყობს ხელს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში