ნოტარიუსთა პალატამ მოსამართლეებს „ნოტარიუსის პრაქტიკული სახელმძღვანელოს" პროექტი გააცნო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ მოსამართლეებს „ნოტარიუსის პრაქტიკული სახელმძღვანელოს" პროექტი გააცნო. შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) წარმომადგენლები დაესწრნენ. 
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ შესახებ ინსტრუქციის განმარტებებს, რომელიც ნოტარიუსებს კანონით დადგენილი ნორმების პრაქტიკაში განხორციელებასგაუმარტივებს. 
სახელძღვანელოს შექმნის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ინსტრუქცის ნორმების არაერთგავროვანი გაგება და სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ერთიანი პრაქტიკა დამკვიდრდეს. 
პროექტი GIZ-ის მხარდაჭერით ხორციელდება. სახელმძღანელოს შემუშავება გასულ წელს დაიწყო და მომზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც. 
მოსამართლეებმა, პროექტის გაცნობის შემდეგ, საკუთარი მოსაზრებები და წინადადები წარმოადგინეს.
ნოტარიუსთა პალატა „ნოატრიუსის პრაქტიკული სახელმძღვანელო“-ს პროექტს ნოტარიატის სისტემასთან დაკავშირებულ უწყებებს ეტაპობრივად გააცნობს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში