ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების კონკურსი დაიწყო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველთათის სტაჟირების კონკურსი დაიწყო. კონკურსი ტარდება ტეტსიტების ფორმით ზოგად უნარებში. 
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.
სტაჟიორები რვა თვის განმავლობაში გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. თეორიული სწავლება მოიცავს სანოტარო და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, მომსახურების ეფექტურუნარ-ჩვევებს. პრაქტიკულ სწავლებას კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, მომსახურების სააგენტო) გაივლიან. 
ორივე კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს სტაჟიორთა ინტეგრაციას იმ სამუშაო გარემოსთან, რომელშიც მას, როგორც ნოტარიუსს, მომავალში მოუწევს საქმიანობა.
სტაჟირებისგან თავისუფლდებიან პირები, ვისაც აქვს სახელმწიფო სამსახურში იურისტად მუშობის 5-წლიანი გამოცდილება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში