ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ბარსელონაში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ეგიდით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობს.

ნინო ხოფერია, როგორც ნსკ-ს ევროპულ საქმეთა კომისიის წევრი, აქტიურად არის ჩართული კავშირის მიერ გამართულ კონფერენციებსა თუ შეხვედრებში.

ბარსელონაში 20-21 ნოემბერს დაგეგმილი კონფერენცია ეძღვნება მოწყვლადი პირების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს.

აღსანიშნავია, რომ ქართულ კანონმდებლობაში წლეულს შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, დაინერგა ახალი მიდგომა  ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მიმართ. ამ ფონზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე ევროპული ქვეყნების გამოცდილების, საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, როგორც 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებებში, ჩართულია ჩართულია ნოტარიატის მსოფლიო ქსელში. 2015 წლის ოქტომბერში რიო დე ჟანეიროში გამართულ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრთა ერთ-ერთ შეხვედრაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გააჟღერა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივა საქართველოს ნოტარიატის ევროკაშირის ნოტარიუსთა საბჭოში გაწევრიანებისთვის მზაობის შესახებ. ევროპული ქვეყნების გამოცდილებისა და რეფორმების სისტემატურად გაცნობა და გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ნოტარიატის განვითარებისთვის.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში