ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დაიწყო

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დაიწყო. გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად: 13-14 ნოემბერს - ტესტირება ზოგად უნარებში, 20-21 ნოემბერს - ტესტირება პროფესიულ ნაწილში.

საკვალიფიკაციო გამოცდა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, კანდიდატი, რომელიც ყველა შესაბამის პირობას დააკმაყოფილებს, სამი წლის ვადით დაინიშნება ნოტარიუსად იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. წყალტუბო, ქედა, ცაგერი, მესტია, ვანი, ონი, ასპინძა, თიანეთი, ადიგენი, ამბროლაური, ნინოწმინდა - ეს მუნიციპალიტეტები ჯერ კიდევ ნოტარიუსის გარეშეა დარჩენილი.

სამი წლის შემდეგ ნოტარიუსს საქმიანობის გაგრძელება მისთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში შეეძლება.

ამის სანაცვლოდ, ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ამ სამი წლის განმავლობაში გაუწევს ფინანსური დახმარებას, რომელიც, საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადასახადისგან გათავისუფლდება. დახმარება ითვალისწინებს სანოტარო ბიუროს ქირის გადასახადს, ტექნიკურ აღჭურვილობას, ფულად დახმარებას... შესაბამისად, ახლად დანიშნულ ნოტარიუსს ყველა პირობა ექნება სანოტარო საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად. 

ასევე, ნოტარიუსობის კანდიდატს, რომელიც დაინიშნება მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის,  საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილ საფასურს აუნაზღაურებს ნოტარიუსთა პალატა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი კადრების დასაქმებასა და მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის დამაგრებასაც შეუწყობს ხელს.

ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი პირობებია: უმაღლესი იურიდიული განათლება (საკმარისია ბაკალავრიატიც), ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა (სტაჟირების გავლისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სამსახურში იურისტად მუშობის 5 წლის სტაჟი).


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში