"ჩვენ ერთი სახლი გვაქვს" - იუსტიციის სამინისტროს საქველმოქმედო აქცია
8 აპრილს, შარდენზე, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულუი პირების: პროკურატურის, ნოტარიუსთა პალატის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეროვნული არქივის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საკანონმდებლო მაცნეს თანამშრომლები გაერთიანდნენ. თეატრალიზებულ სანახაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მომღერლები - ნინი შერმადინი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, გიორგი ჩიქოვანი, ნინი წიკლაური, თიკა ჯამბურია, მარიკო ებრალიძე, მარიკა თხელიძე, დათუნა მგელაძე, „თბილისური კვარტეტი", სტუდია „ენკი-ბენკი".გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო მხატვარ ეკა ფერაძის
ნამუშევრები, საგამომცემლო სახლ „ელფის" წიგნები, საზოგადოებისათვის
ცნობილი პირების პირადი ნივთები, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს
თანამშრომელთა მიერ სპეციალურად საქველმოქმედო აქციისათვის დამზადებული
ტკბილეული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ხელნაკეთი ნივთები
- კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" სათბურში გამოყვანილი
ოთახის ყვავილები, რისთვისაც ქოთნები ბავშვებმა იუსტიციის სამინისტროში
მოხატეს.
ღონისძიების მონაწილეებს გულისხმიერებისათვის მადლობა იუსტიციის
მინისტრის მოადგილემ გიროგი ვაშაძემ გადაუხადა და აღნიშნა, რომ აქციის
მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებაა. „იუსტიციის
სამინისტროში დასაქმებულია ორმოცამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირი. სამინისტროს შენობა და იუსტიციის სახლები მოსახერხებელია მათთვის
გადაადგილებისა და სერვისების მიღების კუთხით. ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ 2011 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
ფორუმმა იუსტიციის სამინისტრო ყველაზე ხელმისაწვდომ უწყებად დაასახელა,
მაგრამ კარგად გვესმის ისიც, რომ არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარება
მთელი საზოგადოების ძალისხმევას მოითხოვს. ასეთი პრობლემაა შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემა, ასეთია საქართველოს პროკურატურის
მიერ წამოწყებული ანტინარკოტიკული კამპანია. ჩვენ რამდენიმე თვის წინათ
გავერთიანდით ნარკომანიის დასამარცხებლად, დღეს კი აქ იმიტომ ვიმყოფებით,
რომ იმ ადამიანებზე ვიზრუნოთ, რომლებიც ჩვენს თანადგომას სხვებზე მეტად
საჭიროებენ".
საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხებით კოალიციისათვის „ინვალიდი
ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" სასათბურე ფართის მოწყობა იგეგმება, რაც მათ
მეურნეობის გაფართოებაში დაეხმარება.
ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო აქცია შარდენზე იუსტიციის სამინისტრომ
გასულ წელსაც გამართა. კონცერტზე შეგროვებული თანხით შეძენილი
კომპიუტერები თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადაეცა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560